არსებობს შემთხვევები, როცა სტუმარს საცხოვრებლის მასპინძლისგან თანხის დაბრუნების თხოვნა სჭირდება. სწორედ ამისთვისაა განკუთვნილი საკითხების გადაწყვეტის ცენტრი, რომლის მეშვეობითაც მასპინძლებსა და სტუმრებს შეუძლიათ თანხის მოთხოვნა ან გაგზავნა, თუ ისინი წინასწარ შეთანხმდებიან აღნიშნულის შესახებ.
გაითვალისწინეთ, რომ ამ კუთხით გამონაკლისია სასტუმროს ზოგიერთი ჯავშანი.
საცხოვრებელში სტუმრობისას შექმნილი მცირე პრობლემის გამო თანხის დაბრუნების თხოვნა შესაძლებელია, თუ, მაგალითად, მასპინძელი მას ვერ აგვარებს, თუმცა ის თანახმაა, შექმნილი დისკომფორტისთვის დაგიბრუნოთ თანხის მცირე ოდენობა.
გაარკვიეთ, ვრცელდება თუ არა თქვენს შემთხვევაზე ხელახლა დაჯავშნისა და თანხის დაბრუნების წესები, ან შეიტყვეთ, როგორ მოიქცეთ, თუ სტუმრობისას პრობლემა შეგექმნათ.
თუ პირადი პრობლემა შეგექმნათ, განიხილეთ საცხოვრებლის მასპინძელთან, რამდენად შესაძლებელია თანხის ნაწილობრივ ან სრულად დაბრუნება.
გაითვალისწინეთ: თუ მნიშვნელოვნად შემაფერხებელი გარემოებების დებულება ან თანხის დაბრუნების წესები არ ითვალისწინებს თქვენს შემთხვევას, მაშინ მასპინძლის მიერ დადგენილი გაუქმების წესებით უნდა იხელმძღვანელოთ. გაუქმების წესების გაუთვალისწინებლად თანხის დაბრუნების საკითხი მხოლოდ მასპინძლის გადასაწყვეტია.
პირველ რიგში, ნებისმიერი პრობლემის შესახებ უნდა მიწეროთ მასპინძელს. აღნიშნული, როგორც წესი, ხელს უწყობს საკითხის მარტივად მოგვარებასა და ურთიერთგაგების ჩამოყალიბებას თქვენსა და მასპინძელს შორის.
თუ მასპინძელთან ვერ შეთანხმდებით, საშუალება გექნებათ, საკითხის განხილვაში Airbnb ჩართოთ მას შემდეგ, რაც შესაბამის მოთხოვნას წარადგენთ საკითხების გადაწყვეტის ცენტრის მეშვეობით.
შენიშვნა: საკითხების გადაწყვეტის ცენტრის მეშვეობით მოთხოვნა უნდა წარადგინოთ ჯავშანში მითითებული გასვლის თარიღიდან 60 დღის განმავლობაში.
თუ ჯავშნის გაუქმება გჭირდებათ, შესაძლოა, თანხის დაბრუნება გეკუთვნოდეთ. თანხის ოდენობა დამოკიდებულია მასპინძლის მიერ დადგენილ გაუქმების წესებსა და ჯავშნის გაუქმების დროზე.
საჭიროებისამებრ, შეგიძლიათ შეიტყოთ, როგორ გაარკვიოთ დასაბრუნებელი თანხის ოდენობა როგორც ჯავშნის გაუქმებამდე, ისე აღნიშნულის შემდეგ. თუ ჯავშნის გასაუქმებლად მზად ხართ, გაეცანით საცხოვრებლის ჯავშნის გაუქმების წესს. ამას გარდა, შეგიძლიათ გაარკვიოთ, როდის დაგიბრუნდებათ თანხა.