ჩვენ ვცდილობთ, მხოლოდ ის ფასები გამოვყოთ, რომლებიც სტუმრებისთვის ნამდვილად მომგებიანი იქნება, ამიტომ ინდივიდუალური პრომოაქციის დაწესება ყველა თარიღში ვერ მოხერხდება. თარიღების შეზღუდვით პრომოაქცია უფრო შესამჩნევი ხდება ძიების შედეგებში და მეტი სტუმრის ყურადღებასაც იპყრობს.
ფასდაკლებების გამოთვლისას ამა თუ იმ თარიღის 60 დღის მედიანური ფასით ვხელმძღვანელობთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჯერ ზრდადობით ვალაგებთ ყველა იმ ფასს, რომელიც კონკრეტულ თარიღზე დაგიწესებიათ, შემდეგ კი ვიღებთ შუა მნიშვნელობას, რომელსაც მედიანური ეწოდება.
თუ რომელიმე თარიღისთვის 60 დღის მედიანური ფასის დადგენა ვერ მოხერხდება, მას პრომოაქციაში ვერ გავითვალისწინებთ. თარიღი უნდა იყოს:
ვთქვათ, სტუმრობის მსურველს აინტერესებს კონკრეტული ღამე ივნისში, რომელზეც ბოლო 60 დღის განმავლობაში 4 სხვადასხვა ფასი დააწესეთ. ძიებისას ჩვენ დავადგენთ აღნიშნული ღამის ტიპურ ფასს უკანასკნელი 60 დღის განმავლობაში. ამ მიზნით, შევკრებთ შუაში მოქცეულ 2 ფასს, მიღებულ ჯამს კი 2‑ზე გავყოფთ, მედიანური ფასი რომ მივიღოთ.
ფასი 1: 90 $
ფასი 2: 100 $
ფასი 3: 125 $
ფასი 4: 140 $
მედიანური ფასი: (100 $ + 125 $) / 2 = 112,50 $
ზემოაღნიშნულის შემდეგ მედიანურ ფასს ღამის მიმდინარე ფასს შევადარებთ. თუ მიმდინარე ფასი მინიმუმ 10%‑ით დაბალი აღმოჩნდება, სტუმრობის მსურველისთვის ორივე ფასის შედარებას ავსახავთ.
მაგალითად: 112,50 $ 100 $
ჩვენ გვსურს, რომ სტუმრობის მსურველთათვის ხელსაყრელი შეთავაზებებით მასპინძლები სარგებელს იღებდნენ, ამიტომ იმ თარიღებისთვის, რომლებშიც უჩვეულოდ მაღალი ფასებია, გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს. ფასდაკლების გამოთვლისას გათვალისწინებული იქნება ერთი ღამის ის მაქსიმალური ფასი, რომელსაც სტუმრები თქვენ მიერ განთავსებული საცხოვრებლის დაჯავშნისას იხდიდნენ გასული წლის განმავლობაში. კერძოდ: