Airbnb კეთილსინდისიერად ემსახურება თავისი გაერთიანების წევრებს, მათ შორის, მასპინძლებს, სტუმრებს, პარტნიორებსა და სხვა ადამიანებს, რომლებსაც შეხება აქვთ ჩვენს პლატფორმასა თუ სერვისებთან. Airbnb‑ს გაერთიანების წევრების წინაშე აღებული ვალდებულება ჩვენი სავაჭრო ნიშნებისა და ბრენდის დაცვასაც მოიაზრებს, რადგან გვსურს, რომ მათ და სხვებმა ზუსტად იცოდნენ, თუ რომელ კონტენტს ვაკონტროლებთ, ვმართავთ ან ვუწევთ რეკომენდაციას. ქვემორე მითითებების მიზანია ჩვენი ბრენდის დაცვა და Airbnb‑ს შესახებ ინფორმაციის კეთილსინდისიერად გავრცელების ხელშეწყობა.
გაითვალისწინეთ, რომ მითითებები ჩვენი მომსახურების პირობების ნაწილია. ეს ნიშნავს, რომ Airbnb‑ს ნებისმიერი სერვისის გამოყენებით ითვლება, რომ თქვენთვის მისაღებია როგორც აღნიშნული მითითებები, ისე ჩვენი მომსახურების პირობები და სხვა წესები.
Airbnb‑ს სავაჭრო ნიშნებს მიეკუთვნება Airbnb‑ს სახელი, Airbnb‑ს ლოგოტიპი, Bélo‑ს ლოგოტიპი, „სუპერმასპინძლის“ ნიშანი და AirCover, ასევე, ყველა სიტყვა, სლოგანი, ხატულა, ლოგოტიპი, გრაფიკული გამოსახულება, დიზაინის ელემენტი თუ სხვა ნიშან‑თვისება, რომელიც იდენტიფიცირდება Airbnb‑სთან, მასთან დაკავშირებულ სუბიექტებთან ან მის სერვისებთან თუ პროდუქტებთან. ჩვენ მაქსიმალურად ვზრუნავთ, რომ ყველაფერი, რასაც გთავაზობთ, უმაღლესი ხარისხის იყოს, ჩვენი ბრენდები კი სწორედ ამ ძალისხმევას განასახიერებს. აქედან გამომდინარე, ჩვენი სავაჭრო ნიშნები და საფირმო სტილი რეგისტრირებულია როგორც აშშ‑ში, ისე დანარჩენ მსოფლიოში.
დაუშვებელია Airbnb‑ს ლოგოტიპის, Bélo‑ს ლოგოტიპის ან Airbnb‑ს სხვა სავაჭრო ნიშნების, ლოგოტიპებისა თუ ხატულების გამოყენება Airbnb, Inc‑ის კორპორაციულ კლიენტებთან მუშაობის ან იურიდიული გუნდების წერილობითი ნებართვის გარეშე. სიტყვა „Airbnb“‑ს გამოყენება შესაძლებელია შეზღუდულ შემთხვევებში, რომლებიც დეტალურად განმარტებულია ქვემოთ, მე‑2 სექციაში.
დაშვებულია
დაუშვებელია
მაგალითები
მისაღები | მიუღებელი |
საუკეთესო საცხოვრებელი კუნძულზე ბობისგან | Airbnbike |
დასუფთავების მომსახურება რედისგან | Sunbnb ან Sun Bnb |
ანა გთავაზობთ დასვენებას კუნძულზე | აითვისეთ BNB ჩემთან ერთად |
rentmyskihaus.com | Bikebandb ან Bikeb&b |
ველოსიპედებისა და საცხოვრებლების გაქირავება | nicebnb.com |
მოკლე ვადით გაქირავების მართვის კომპანია | airmansion |
თქვენ შეგიძლიათ მოიხსენიოთ Airbnb (კომპანია), მათ შორის, თქვენი მომსახურების განსამარტებლად. ამ შემთხვევაში, დაიცავით ქვემოთ მოცემული წესები.
დაშვებულია
დაუშვებელია
დაშვებულია
დაუშვებელია
მაგალითები
სწორი: ფაქტობრივი და რეალობის შესაბამისი | არასწორი: დამაბნეველი, შეცდომაში შემყვანი |
ჩვენ ვართ უძრავი ქონების მართვის კომპანია, რომლის სპეციალიზაციაც Airbnb‑ზე განთავსებული საცხოვრებლებია | ჩვენ ვართ Airbnb‑ს მმართველი კომპანია |
გთავაზობთ Airbnb‑ზე განთავსებული საცხოვრებლების პროფესიონალური დასუფთავების მომსახურებას | პროფესიონალური დასუფთავების მომსახურება Airbnb‑ისთვის |
ჩემი რჩევები Airbnb‑ს მეშვეობით მასპინძლობასთან დაკავშირებით | Airbnb‑ს ქოუჩინგის პროგრამა |
| მოუთმენლად ველი Airbnb‑ს მეშვეობით მასპინძლობის დაწყებას | ჩვენს სახლს ვა‑Airbnb‑ებთ |
| Airbnb‑ში მუშაობის დასაწყებად განაცხადი შევიტანე | ეს შესანიშნავი სახლი გავა‑Airbnb‑ეთ |
| Airbnb‑ზე რეგისტრირებული მასპინძლებისთვის განკუთვნილი ჯგუფი სოციალურ ქსელებში | Airbnb მასპინძლების ჯგუფი [ქალაქში/ქვეყანაში] |
თუ არეკლამებთ კომპანიას, რომლის საქმიანობის სფეროც საცხოვრებლის მოკლე ვადით გაქირავებაა, ზემოაღნიშნული მითითებები თქვენც გეხებათ. გახსოვდეთ, არ მოიხსენიოთ თქვენი თავი, როგორც „Airbnb‑ს მმართველი კომპანია“ და არც იმაზე მიუთითოთ, რომ ჩვენთან „ექსკლუზიური ურთიერთობა“ გაკავშირებთ — მომხმარებლებმა, შესაძლოა, ჩათვალონ, რომ Airbnb‑ს წარმომადგენელი ხართ (ანუ შეცდომაში შევიდნენ). საჭიროებისამებრ, აღნიშნეთ, რომ მართავთ ან ემსახურებით საცხოვრებლებს, რომლებიც განთავსებულია Airbnb‑ზე, თუმცა Airbnb არ უნდა იყოს თქვენი ვებსაიტისა თუ სხვა სარეკლამო მასალის ამოსავალი წერტილი.
ვებსაიტზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა განაცხადოთ: „[თქვენი კომპანიის დასახელება] დამოუკიდებელი მესამე მხარეა, რომელიც არ არის დაკავშირებული Airbnb Inc.‑სა თუ მის აფილირებული პირებთან და არც მათ მიერ მხარდაჭერილია“. თუ ვებსაიტზე გაქვთ შემოსავლის კალკულატორი, საკონტაქტო ფორმა ან მომხმარებლების მიერ მონაცემთა მითითების სხვა საშუალება, აღნიშნული განცხადება უნდა მდებარეობდეს ინფორმაციის გადაგზავნის ღილაკის ქვემოთ, კარგად შესამჩნევ ადგილას.
სავაჭრო ნიშნების გამოყენება პარტნიორებს შეუძლიათ ჩვენი წერილობითი ნებართვის საფუძველზე. თუ ნებართვა უკვე გაქვთ, დაიცავით ბრენდის უახლესი წესები, რომლებსაც Airbnb‑ში თქვენი საკონტაქტო პირი მოგაწვდით. ამას გარდა, მისგან შეგიძლიათ მიიღოთ პასუხი ნებისმიერ შეკითხვაზე ამ და სხვა წესებთან დაკავშირებით.