Გსურთ, დაუყოვნებლივ დაჯავშნოთ საცხოვრებელი? Სცადეთ, მოიძიოთ საცხოვრებელი მომენტალური დაჯავშნით.
Მომენტალური დაჯავშნის მქონე საცხოვრებლები საშუალებას გაძლევთ, დაუყოვნებლივ დაჯავშნოთ მასპინძლისთვის მოთხოვნის გაგზავნის საჭიროების გარეშე, იმ პირობით, რომ ანგარიშის დაყენება დაასრულეთ და ჯავშანი 31 ღამეზე ნაკლებია. დამატებითი გადასახადი არ დაგეკისრებათ და ის განსაკუთრებით მოსახერხებელია ბოლო წუთის მოგზაურობისთვის. Უბრალოდ, გაფილტრეთ საძიებო სისტემა, რომ მხოლოდ მომენტალური დაჯავშნის განცხადებები გამოაჩინოთ და დაჯავშნოთ!
Წინააღმდეგ შემთხვევაში, უნდა გამოაგზავნოთ დაჯავშნის მოთხოვნა და დაელოდოთ მასპინძლის მიერ თქვენი ჯავშნის დადასტურებას. Მოთხოვნის დასადასტურებლად ან უარყოფისთვის მასპინძლებს 24 საათი აქვთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მოთხოვნის მოქმედების ვადა ამოიწურება.
Მომენტალური დაჯავშნის შესაძლებლობა თქვენი საცხოვრებლისთვის ამარტივებს პროცესს სტუმრებისთვის და თქვენი განცხადებისადმი ყურადღების მიპყრობაში ეხმარება. Შეიტყვეთ ვრცლად მომენტალური დაჯავშნის დაყენების შესახებ.