ვარიანტების გასაცნობად დაიწყეთ საძიებო მოთხოვნის აკრეფა. ნავიგაციისთვის გამოიყენეთ კლავიშები ზემოთ ან ქვემოთ მიმართული ისრებით. ასარჩევად გამოიყენეთ კლავიში Enter. არჩეული ფრაზა საძიებო ველს დაემატება, ბმულის არჩევის შემთხვევაში კი ბრაუზერში შესაბამისი გვერდი გაიხსნება.
გაეცანით ჯავშნების გაუქმების წესს იმ გაუთვალისწინებელ გარემოებებში, რომლებიც თქვენს კონტროლს არ ექვემდებარება, წარმოიშვება დაჯავშნის შემდეგ და პრაქტიკულ/სამართლებრივ დაბრკოლებებს გიქმნით.
გაუქმების შემთხვევები ზოგჯერ უარყოფითად აისახება სტუმრების გეგმებსა და ნდობის ხარისხზე Airbnb‑ს გაერთიანების წევრებს შორის. აქედან გამომდინარე, მასპინძლების მხრიდან გაუქმებისთვის გათვალისწინებულია გარკვეული ჯარიმები.
ის, ვისაც საცხოვრებლის, მომსახურების ან შთაბეჭდილების ჯავშანი აქვს გაფორმებული, მოუთმენლად ელის სტუმრობას, თუმცა კარგად გვესმის, რომ არსებობს შემთხვევები, როცა ჯავშნის გაუქმება გარდაუვალია.
თუ სტუმარი ერთ‑ ან რამდენიმეთვიან სტუმრობას შეცვლის და აღნიშნულის შესახებ 30‑ზე ნაკლები დღით ადრე შეგატყობინებთ, თქვენი გადასაწყვეტია, იხელმძღვანელოთ თუ არა საცხოვრებლის ჯავშნის გაუქმების წესებით.
თქვენ მიერ დადგენილმა გაუქმების წესებმა, შესაძლოა, არ იმოქმედოს კონკრეტულ გარემოებებში და სტუმარს თანხა სრულად დაუბრუნდეს ჩვენი მომსახურების პირობების შესაბამისად.
ზოგიერთი განცხადების შემთხვევაში გაუქმების გახანგრძლივებული პერიოდის ვარიანტი ავტომატურადაა შეთავაზებული სტუმრობის მსურველებისთვის, თუმცა მასპინძლებს საშუალება აქვთ, უარი თქვან მის შეთავაზებაზე.